Belive

ლოვრენი: ,,სიტიმ ხორვატი ფეხბურთელი უნდა იყიდოს''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ზენიტის'' მცველმა, დეიან ლოვრენმა, ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა, რომ ,,მანჩესტერ სიტიმ'' ხორვატი ფეხბურთელი უნდა იყიდოს. 31 წლის მცველმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2013 წლიდან დღემდე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებულ ყველა გუნდში ერთი ხორვატი მოთამაშე მაინც იყო.



ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,ჩელსისა” და ,,მანჩესტერ სიტის” შორის ლონდონური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ,,არისტოკრატებმა” ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგეს – აქამდე ტურნირი ,,ჩელსის” ტრიუმფით 2011-12 წლების სეზონში დასრულდა.