Belive

ლუჩანო სპალეტიმ აიაქსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "აიაქსთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წინსვლა უნდა განაგრძოს, რათა შეინარჩუნოს ის დადებითი ტემპი, რომელიც აქამდე მოსდევთ.

"ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენივე გულშემატკივრის თვალწინ გავინაღდოთ ადგილი 1/8 ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან "აიაქსს" ამსტერდამში მარცხის შემდეგ რევანშის აღება სურს. ამ თამაშს ისე უნდა მივუდგეთ, თითქოს ფინალი იყოს და ვითამაშოთ ისე, რომ არ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შედეგი იქნება ჩვენთვის საკმარისი. ამ მიდგომამ აქამდე კარგი შედეგი მოგვიტანა და ახლა არ უნდა შევცვალოთ."

conf-15-4-1024x683-1

"კრემონეზესთან ისეთ მაღალ ტემპში ვერ ვითამაშეთ, როგორსაც მიჩვეულნი ვართ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერს გამოვასწორებთ. დარმუნებული ვარ, რომ დღეს გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. გულშემატკივარსაც იმ სანახაობას შევთავაზებთ, რომელსაც შეჩვეულნი არიან."

"ნაპოლი" "აიაქსს" შინ დიეგო არმანდო მარადონას სახელობის მოედანზე დაუპირისპირდება. იმისათვის, რომ იტალიელებმა ჯგუფიდან გასვლა გაინაღდონ მინიმუმ ფრე სჭირდებათ. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები