Belive

ლუჩესკუ: "ბარსელონა იმ დონეზე არ არის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, "ბარსელონამ" "დინამო კიევი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელებს 3 მატჩში 9 ქულა აქვთ მოგროვებული, თუმცა "დინამო კიევის" მთავარი მწვრთნელის, მირჩა ლუჩესკუს მოსაზრებით, "ბლაუგრანა" მიმდინარე სეზონში არ არის იმ დონზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ "დინამო კიევი" ბარსელონაში 13 ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა - 9 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. იქედან გამომდინარე, რომ მთელი გუნდი ტესტირების შედეგების მოლოდინში იმყოფებოდა, ლუჩესკუ მიიჩნევდა, რომ მატჩი უნდა გადადებულიყო.
"ბაიერნთან თამაშის შემდეგ, გასაგები იყო, რომ ბარსელონაში ცვლილებები დაიწყებოდა. გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, თუმცა მათ ჯერ დრო სჭირდებათ. ჩემი აზრით, ბარსელონა ახლა არ არის იმ დონეზე, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლოს. ფავორიტებად ბაიერნს, სიტის და პარი სენ-ჟერმენს დავასახელებდი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ბარსელონას ლიონელ მესი ჰყავს, რომელსაც გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. ახალ მწვრთნელს კი, მინიმუმ 6 თვე მაინც სჭირდება იმისთვის, რომ გუნდი ხელახლა ჩამოაყალიბოს", - განაცხადა ლუჩესკუმ.

იხილეთ მიმოხილვა: ბარსელონა 2:1 დინამო კიევი

სხვა სტატიები