Belive

ლუჩიანო სპალეტი: "ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ შემდეგი მატჩიც მოსაგებია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩში, "ნაპოლი" "აიაქსს" ესტუმრა და 1:6 გაანადგურა. ბტწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საგოლე გადაცემითა და გატანილი სადებიუტო გოლით გამოიჩინა თავი. 

პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა - ლუჩიანო სპალეტიმ, დღევანდელი მატჩი შეაფასა.

"კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთავარი ყოველთვის კონკრეტული მატჩებია. ჩემპიონატის მატჩი რომ არ მოგვეგო, ახლა შესაბამისი ხასიათი არ გვექნებოდა და ერთი მარცხით მეხუთე ადგილზე აღმოვჩნდებოდით. სასიამოვნოა გამარჯვებით ცხოვრება, მაგრამ როგორც კი ეს მატჩი დასრულდა, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი შემდეგ მატჩზე. არიან გუნდები, რომლებიც ძალიან კარგად გამოდიან საკუთარ ჩემპიონატში, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ასე თამაში, როგორსაც ჩვენ ამ სეზონში ვთამაშობთ, ურთულესია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძლიერი გუნდი ვართ.

კვირას "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რთული მატჩი იქნება, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბიჭები ერთი დღე დაისვენებენ და ამ მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ.

ცხადია, რომ ეს შესანიშნავი შედეგია, ჩემმა ბიჭებმა ითამაშეს შესანიშნავი ფეხბურთი, მატჩის ნებისმიერ მომენტში ვცდილობდით გოლების გატანას".

სამი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, “ნაპოლი” პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს 6 ქულით “ლივერპული” იკავებს, მესამე ადგილზე კი 3 ქულით “აიაქსია”.

სხვა სტატიები