Belive

ლუჩიანო სპალეტი ინტერიდან გაუშვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" მესვეურების გადაწყვეტილების თანახმად მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუჩიანო სპალეტი გათავისუფლებულია! როგორც ჩანს "ინტერის" ხელმძღვანელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილი არ გახლდათ, ამ ყველაფერს კი მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. სპალეტის კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა, მან "ინტერი" ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გავიდა, თუმცა მიუხედავად ამისა მას მაინც არ დასცალდა საკუთარი ძალების დემონსტრირება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე. მილანელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან, კანდიდატად ამ ეტაპზე არავინ მოიაზრება.

სხვა სტატიები