Belive

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანური მედიის ცნობით, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს ემშვიდობება - მთავარი მწვრთნელის პოსტს მისი ასისტენტი, რობერტ მორენო დაიკავებს. უკანასკნელი 3 მატჩის განმავლობაში, ესპანეთის ნაკრებს რობერტ მორენოს უხელმძღვანელა - გუნდმა მალტასთან, ფარერებთან და შვედეთთან ითამაშა და სამივე მატჩი მოიგო. აღსანიშნავია რომ მორენოს აქამდე "რომაში," "სელტასა" და "ბარსელონაში" სამწვრთნელო შტაბში აქვს ნამუშევარი, თუმცა მას მთავარი მწვრთნელის პოსტი არასოდეს დაუკავებია. Marca-ს ცნობით, ლუის ენრიკეს გათავისუფლების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემაა. 2018 წლის ივნისში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხულენ ლოპეტეგიმ დატოვა - ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ მას მადრიდის "რეალთან" მოლაპარაკების ჩუმად წარმოება არ აპატია. ლოპეტეგი ფერნანდო იერომ ჩაანაცვლა, თუმცა იერომ გუნდთან ერთად წარმატებას ვერ მიაღწია. ივლისში, ესპანეთს უკვე ლუის ენრიკე წვრთნიდა - მან ერთა თასის მოგება ვერ შეძლო და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო, თუმცა მალტასტან გასამართ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, იგი მალტადან ესპანეთში გადაფრინდა.  

სხვა სტატიები