Belive

ლუის ენრიკე გერმანიასთან მატჩზე: "ძალიან მშვიდად ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. "ფურია როხა" E ჯგუფში, გერმანიის, იაპონიისა და ავსტრალია/კოსტა რიკის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
"რას ვგრძნობ? აბსოლუტურად მშვიდად ვარ. გერმანიასთან შესანიშნავი მატჩი გველის, თუმცა ჯგუფში ყველა თამაში რთული იქნება. დროა გავაანალიზოთ, რომ როგორც ჩვენ ვიცნობთ გერმანელებს, ისევე კარგად იციან მათ ჩვენს შესახებაც. დარწმუნებული, რომ ბოლო წლებში მათზე წინ ვართ. ისე მოვიქცევით, როგორც ყოველთვის - გადავალთ შეტევაზე და შევეცდებით, რომ ჩვენთან თამაში გავართულოთ. პირველი თამაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ თავდაჯერების გამო, რომელსაც სადებიუტო გამარჯვება გვაძლევს," - ამბოს ლუის ენრიკე.
ასევე იხილეთ: მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა – ჯგუფები ცნობილია

სხვა სტატიები