Belive

ლუის ენრიკე: ,,იაპონიას კიდევ 2 გოლის გატანა რომ დასჭირვებოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, იაპონიასთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,არაფერი ხდება და უცებ, ხუთ წუთში, სიტუაციაზე კონტროლს მთლიანად ვკარგავთ, პანიკაც კი გვეწყება. იაპონიას კიდევ ორი გოლის გატანა რომ დასჭირვებოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა. ეს მსოფლიო ჩემპიონატია და მაშინ, როცა ისეთ ნაკრებს, როგორიც იაპონიაა, დასაკარგი არაფერი აქვს, ხდება ის, რაც დღეს მოხდა.

როცა მეტოქემ კვლავ დაცვაში თამაში გადაწყვიტა, მატჩზე კონტროლი დავიბრუნეთ, ვცდილობდით მაქსიმალური გაგვეკეთებინა, მაგრამ პირველ ადგილზე იაპონია გავიდა და ეს დამსახურებულია. გაბრაზებული ვარ, რადგან პირველი ადგილი მსურდა. ჩვენთვის ეს გაფრთხილება უნდა იყოს,'' - განაცხადა ენრიკემ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთი იაპონიასთან 1:2 დამარცხდა და მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა.

ლუის ენრიკეს მეტოქე პლეი-ოფში მაროკოს ნაკრები იქნება.

სხვა სტატიები