Belive

ლუის ენრიკე: "საქართველოსთან ისეთივე მატჩი გველის, როგორც საბერძნეთთან, მსგავსი სტილით შევუტევთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საბერძნეთთან ნათამაშები ფრეს (1:1) შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ შეხვედრა შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"საერთოდ არ მომწონს ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაში და თავისთავად, შედეგიც. მომეწონა რიტმი, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბერძნეთი თამაშში დაბრუნდა, ვეღარ შევძელით იმ შანსების გამოყენება, რომელიც შევქმენით და მატჩი აშკარა გამარჯვებამდე ვერ მივიყვანეთ. კვირას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ასეთივე თამაში გვექნება, ჩვენი მეტოქე მსგავს იარაღს გამოიყენებს. მომდევნო ორი მატჩის წინ, ეს შედეგი არაფერს ცვლის. თავდასხმა ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ეს თქვენს მიერ შექმნილ მომენტებზეა დამოკიდებული. ჩვენ შემდეგ მატჩებშიც მსგავსი სტილით შევუტევთ. არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი გავლენას მოახდენს შემდეგზე", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.  

სხვა სტატიები