Belive

ლუის ენრიკეს 9 წლის შვილი გარდაიცვალა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს, 9 წლის ქალიშვილი, ხანა მარტინესი, ძვლის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალების შესახებ ლუის ენრიკემ საკუთარ "Twitter"-ის გვერდზე დაწერა: "ჩვენ ძალიან მოგვენატრები და მთელი ცხოვრების მანძილზე გვემახსოვრები, იმ იმედით, რომ მომავალში ჩვენ კვლავ შევხვდებით. შენ ის მანათობელი ვარსკვლავი იქნები, რომელიც ჩვენს ოჯახს წინ გაუძღვება," დაწერა Twitter-ზე ლუის ენრიკემ.

ლუის ენრიკემ ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელმაც მძიმე დღეებში მას თანადგომა გამოუცხადა. ყოფილ ფეხბურთელს და ამჟამად მწვრთნელს "ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, ცნობილმა ფეხბურთელებმა და საფეხბურთო მოღვაწეებმა მიუსამძიმრეს. ცნობილია, რომ ლუის ენრიკეს შვილი ძვლის კიბოს 5 თვის განმავლობაში ებრძოდა.  

სხვა სტატიები