Belive

ლუის ენრიკე: "თუ კვარაცხელია პროგრესს გააგრძელებს, დიდ გუნდში ითამაშებს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უპასპინძლა. დიდხნიანი შესვენების შემდეგ, სტადიონზე, სოციალური დისტანცირების წესის დაცვით მსხდომმა გულშემატკივარმა ნამდვილი დრამა იხილა - საქართველოს ნაკრების 92-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა. მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანელთა ხელმძღვანელმა, ლუის ენრიკემ, განვლილი მატჩი შეაფასა.
საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგად თამაშობდა და აშკარაა, რომ ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება. პირველი გატანილი გოლის შემდეგ, ქართველებს მეტოქის კარის აღება კიდევ შეეძლოთ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას კარგ ასპარეზობასაც გაუსვა ხაზი.
კვარაცხელია ახალგაზრდა და ნიჭით სავსე ფეხბურთელია. იმ შემთხვევაში, თუკი პროგრესს გააგრძელებს, ის დიდ გუნდში ითამაშებს", - განაცხადა მან.

იხილეთ მიმოხილვა: საქართველო 1:2 ესპანეთი 

სხვა სტატიები