ლუის გარსია: “კანავაროს შემდეგ, ოქროს ბურთთან ასე ახლოს არცერთი მცველი არ ყოფილა”

191
ნახვა

ფეხბურთის გულშემატკივარს ლუის გარსია კარგად ახსოვს – ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონას,” “ატლეტიკოს,” “ლივერპულის” ღირსებას იცავდა. ლუის გარსიას ნათამაშები აქვს ლეგენდარულ ფინალში, სადაც “მერსისაიდელებმა” “მილანთან” 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა 6 წუთში შეძლეს და ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლნენ.

წლის საუკეთესო ფეხბურთელთან დაკავშირებით, ლუის გარსიამ საინტერესო განცხადება გააკეთა. მან ვირჯილ ვან დაიკის მიღწევებს ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯილდოს ლიონელ მესი იმსახურებს.

ლუის გარსიას დაუვიწყარი გოლი ჯანლუიჯი ბუფონის კარში

video

წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ლუის გარსია ამბობს, რომ საფეხბურთო სამყარო გაყოფილია – ნაწილი მხარს პირველობას ვან დაიკს ანიჭებს, მეორე მხარე კი კვლავ მესის უპირატესობაზე საუბრობს. “2019 წელს ვან დაიკმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა. გასათვალისწინებელია, რომ ჰოლანდიელი პოზიციით ცენტრალური მცველია – კანავაროს შემდეგ, ოქროს ბურთის მოგებასთან ასე ახლოს არცერთი მცველი არ ყოფილა. თუმცა ვფიქრობ, რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მე მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. ასევე აღსანიშნავია, რომ სამეულში სადიო მანე უნდა შესულიყო.”

ლა ლიგას პროგრესი

“ესპანეთის ჩემპიონატის განვითარებაზე ის ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ეს სფერო შესანიშნავად ესმით. მათ გრძელვადიანი პროექტი აქვთ, რომლის მიზანია, პატარა ქალაქების წარმომადგენელ გუნდები უფრო და უფრო მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ. საუბარია არამარტო ფეხბურთელების მომზადებაზე, არამედ მენეჯმენტის გადახალისებასა და სტადიონების მდგომარეობის გამოსწორებაზე. ამ მიდგომის შედეგად, არავის უკვირს, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს “ხეტაფეს,” “სოსიედადსა” და “გრანადას” ხშირად ვხედავთ. თავის მხრივ, შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ “სევილია” და “ატლეტიკო.” ასე რომ, ლა ლიგა აღარ არის ტურნირი, სადაც პირველობისთვის მხოლოდ 2 გუნდი იბრძვის,” აღნიშნა ლუის გარსიამ.

(191)

ლუის გარსია: “კანავაროს შემდეგ, ოქროს ბურთთან ასე ახლოს არცერთი მცველი არ ყოფილა”

სტატიის ავტორი
-