Belive

ლუის ფილიპე სკოლარის საუკეთესო 11-ეული

4 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
მსოფლიო ჩემპიონმა, ბრაზილიის, პორტუგალიის ნაკრების, ლონდონის "ჩელსის" და სხვა 25-მდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფილიპე სკოლარიმ, მისი სამწვრთნელო კარიერიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა.

მეკარე

მარკოსი - ჩვენ "პალმეირასში" დიდი ხნის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. მან გუნდთან ერთად ყველა ტიტულის მოგება შეძლო. სანაკრებო დონეზე, იგი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ტურნირზე შესანიშნავად ითამაშა. ამასთან ერთად, იგი საოცარი ადამიანია, ასე რომ ჩემი გუნდის კარის დარაჯი აუცილებლად მარკოსი უნდა იყოს.
marcos-brazil-1499144880-800
 

მარჯვენა მცველი

ფრანცისკო არსე - მარჯვენა მცველი პარაგვაელი უნდა იყოს - ფრანცისკო (ჩიკი) არსე. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, ათლეტური აღნაგობის და შესანიშნავი ტექნიკის მქონე. არსეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლო ბურთის მიწოდება. ძალიან მშვიდი და ელეგანტური ადამიანია, ნამდვილი ჯენტლმენი, გამორჩეული ადამიანი.  

ცენტრალური მცველი

ჟუნიორ ბაიანო - ჩემს გუნდში, ცენტრალური მცველი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც განსხვავებულია. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ მე ჟუნიორ ბაიანოს ავირჩევ. ის "პალმეირასში" საოცრად თამაშობდა, იყო ტექნიკური და წარმატებით უმკლავდებოდა რთულ სიტუაციებს. ჟუნიორი იყო მაღალი, ძლიერი, ტექნიკური, გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელი.

მეორე ცენტრალური მცველი

ადილსონ ბატისტა (პალმეირასი) - მეორე ცენტრალური მცველი ტექნიკური უნდა იყოს: ადილსონი. მასთან "გრემიოსა" და "ჯუბილო ივატაში" ვმუშაობდი. ის იყო ძალიან ტექნიკური მცველი, რომელსაც ძალიან ბევრი უნარი გააჩნდა. ადილსონი იყო ნამდვილი ლიდერი, რომელმაც გუნდს "კოპა ლიბერტადორესი" მოაგებინა.

მარცხენა მცველი

რობერტო კარლოსი - მასთან მუშაობის შესაძლებლობა "სელესაოში" მქონდა. ის გამორჩეული ფეხბურთელი იყო - მას მთელი მარცხენა ფლანგი ჰქონდა ათვისებული, საოცრად ფლობდა ბურთს და ჰქონდა გამანადგურებელი დარტყმა. რობერტო კარლოსი ჩემს გუნდში აუცილებლად უნდა იყოს.

ცენტრალური ნახევარმცველი

სესარ სამპაიო - ბურთის კარგად გამანაწილებელი ნახევარმცველი, რომელიც რთულ სამუშაოს მარტივად ართმევდა თავს. მან თავისი კვალი შესანიშნავი პირადი და პროფესიონალური უნარებით დატოვა. ის "სელესაოს" წევრიც იყო.

მეორე ცენტრალური ნახევარმცველი

ლუის კარლოს გოიანო - ამ პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, თუმცა მე დავასახელებ მას, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ის "გრემიოში" ჩემი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში თამაშობდა და 90 წუთის განმავლობაში, მას მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში იხილავდით. ის იყო დაუღლელი და მებრძოლი ფეხბურთელი, რომელსაც აუღელვებლად მოქმედებაც შეეძლო.

შემტევი ნახევარმცველი

დეკუ - ჩემი გუნდის გამთამაშებელი პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა, თუმცა ის ბრაზილიელია. მან "ბარსელონასა" და "ჩელსის" მაისური მოირგო და გულშემატკივარს თავი კარგად დაამახსოვრა. დეკუზე კარგი გამთამაშებელი არ მახსენდება, ცოტას თუ უთამაშია მისი ხარისხის ფეხბურთი.

მარჯვენა გარემარბი

ფიგუ - დიახ, მარჯვენა ფლანგზე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს დავაყენებ. იმას გარდა, რომ ფიგუ უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა, ის უდიდესი კაპიტანიც იყო. ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი ნატრობს მოედანზე. ის იყო ჩვენი წარმდგენი, ჩვენი სახე. "მიდით, ითამაშეთ ფეხბურთი და თუ პრობლემა შეგექმნებათ, ბურთი მე მომეცით. თუ ბურთს დავკარგავ, ხალხი გაიგებს, მე ლუიშ ფიგუ ვარ," - ეს იყო მისი მიდგომა.

მარცხენა გარემარბი

მარცხენა ფლანგზე კიდევ ერთ პორტუგალიელს დავაყენებ. კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი. ის ძალიან მონდომებულია. საოცარია, თუ რას აკეთებს იმისთვის, რომ უმაღლესი დონე შეინარჩუნოს.

ცენტრალური თავდამსხმელი

რონალდო - ის იყო თავდამსხმელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგვაგებინა. მას შეეძლო, ნებისმიერი მომენტი საგოლე შანსად ექცია და გოლი გაეტანა.

სხვა სტატიები