Belive

ლუის რუბიალესი - დღევანდელი მდგომარეობით ბარსელონა ჩემპიონი ვერ გახდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არსებობს არაერთი მოსაზრება ლა ლიგის ჩემპიონთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ჩემპიონატი ჩაიშლება და არ გაგრძელდება, გულშემატკივრების აზრი ორად იყოფა. ერთ ნაწილს სურს, რომ ჩემპიონობა ამჟამინდელ ლიდერს "ბარსელონას" დარჩეს, რომელიც "რეალს" ორი ქულით უსწრებს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუ ჩემპიონატი ჩაიშლება, შედეგები უნდა ანულირდეს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ლა ლიგის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა "მარკასთან" ინტერვიუ ჩაწერა. "ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ უეფასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. კარგად გვესმის მსოფლიოში არსებული სიტუაცია. გვიხარია, რომ მაისში ჩემპიონატები განახლდება და ლა ლიგა ბოლომდე დასრულდება. წინ კიდევ 11 ტურია ჩასატარებელი. იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი ჩაიშლებოდა, "ბარსელონა" ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ეს იქნებოდა უდიდესი უსამართლობა. თითქმის ყველა ტურში ლიდერი იცვლება და როგორც უკვე მოგახსენეთ, წინ კიდევ 11 ტურია დარჩენილი. ასე, რომ ლა ლიგის გათამაშება, რომ ჩაშლილიყო, კატალონიელები ჩემპიონები ვერ გახდებოდნენ."

სხვა სტატიები