Belive

ლუის სუარესი: "აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ატლეტიკოს" ახალწვეულმა "ბარსელონადან" ახალ გუნდში გადასვლასა და საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა. "პირველი, რაც გავიფიქრე, მინდა ისტორია შევქმნა ახალ გუნდთან ერთად". "აქ იმისათვის მოვედი, რომ კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო, იქნება ეს გატანილი გოლები თუ შედეგიანი გადაცემები. მოვედი, რომ ტიტულები მოვიგო". სუარესმა განაცხადა, რომ სიმეონესთან მუშაობა სასიამოვნო იქნება და იმედს იტოვებს, რომ მისგან ბევრს ისწავლის. შემტევის აზრით, სიმეონემ ყოველთვის ზუსტად იცის, რა სჭირდება ფეხბურთელს უკეთესი თამაშისთვის. "ურუგვაელები ყოველთვის კარგად ასპარეზობდნენ ატლეტიკოს რიგებში, იმედი მაქვს, გამონაკლისი არც მე ვიქნები", - განაცხადა 33 წლის ლუის სუარესმა. ლუის სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში "ბარსელონას" მაისურით 191 შეხვედრა ჩაატარა და 147 გოლის გატანა შეძლო. ურუგვაელ შემტევს ზურგს ნამდვილად საოცარი შედეგი უმაგრებს.

სხვა სტატიები