Belive

ლუის სუარესი ბარსელონას თავისი შემცვლელის ძებნას ურჩევს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ლუის სუარესმა ესპანურ გუნდს თავისი შემცვლელის ძებნა მოუწონა. "ნორმალურია, რომ ბარსელონა ჩემს შემცვლელს ეძებს. მე უკვე 31 წლის ვარ და კატალონიელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ" - აღნიშნა ურუგვაელმა ფეხბურთელმა. ლუის სუარესი "ბარსელონა"-ში 2014 წლიდან თამაშობს. "ბლაუგრანას" მაისურით მან 212 შეხვედრაში 159 ბურთის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები