Belive

ლუის სუარესი ბავშვობის კლუბში ოფიციალურად გადავიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლუის სუარესი ოფიციალურად "ნასიონალის" ფეხბურთელია. ინფორმაცია თავად ფორვარდმა დაადასტურა საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით. 35 წლის ფეხბურთელმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: "ამაყი ვარ ამ მაისურის კვლავ მორგებით." შეგახსენებთ, რომ "ნასიონალი" ურუგვაელი ფეხბურთელის ბავშვობის გუნდია. 2005 წელს, სწორედ ამ კლუბის რიგებში შედგა ლუისის დებიუტი პროფესიონალურ ფეხბურთში. გულშემატკივრებს ძალიან გაუხარდათ მისი სახლში დაბრუნება და უამრავი თბილი მესიჯიც გაუგზავნეს. სპეციალურად მათთვის კი ლუისმა ვიდეო ჩაწერა, სადაც მადლობას უხდის თბილი სიტყვებისთვის.

"გამარჯობა ყველას, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელიც მივიღეთ მე და ჩემმა ოჯახმა. ძალიან ამაღელვებელი იყო, ყველა ვიდეო და მესიჯი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. "ნასიონალთან" ხელახლა თამაშის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შემეძლო. იმედი მაქვს, დიდ სიამოვნებას მივიღებ ცხოვრების ამ ახალი ეტაპით და შევხვდებით უახლოეს დღეებში. კიდევ ერთელ გიხდით მადლობას იმ სიყვარულისთვის, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ. მალე გნახავთ."
ურუგვაელმა ფეხბურთელმა, სამშობლოში დაბრუნებამდე, ევროპულ კლუბებში საკმაოდ დიდი დრო გაატარა. გასული სეზონის ბოლოს, ფორვარდმა "ატლეტიკო" დატოვა და ამით ლა ლიგაში მისი წარმატებული პერიოდი დაასრულა. ევროპაში ყოფნისას მან ასევე დაუვიწყარი დრო გაატარა "ბარსელონაში", "ლივერპულში", "აიაქსში" და "გრონინგემში".

სხვა სტატიები