Belive

ლუის სუარესი - ისტორიაში მე-3 ბომბარდირი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად "ვილიარეალს" ხვდება და ანგარიშით 1:2 ამარცხებს. კატალონიელთაგან მე-2 გოლი, ლუს სუარესმა გაიტანა და ისტორიაში შევიდა. ურუგვაელის გატანილი გოლი რიგით 194-ე აღმოჩნდა და იგი ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლასლო კუბალას გაუთანაბრდა და საპატიო მე-3 ადგილს დაიკავა. სუარესის შემდეგ 232 გოლით ცეზარი იწონებს თავს, ხოლო პირველი რა თქმა უნდა ლიონელ მესი გახლავთ, 630 გოლით. კუბალა "ბარსელონაში" 11 წლის განმავლობაში ასპარეზობდა(1950/1961წ.წ) და 281 შეხვედრა დასჭირდა 194 გოლის გასატანად. რაც შეეხება ლუისს, იგი ბარსელონაში 2014 წლიდან ასპარეზობს და 194 გოლის გასატანად 205 თამაში დასჭირდა.

სხვა სტატიები