Belive

ლუის სუარესის მატჩისშემდგომი კომენტარი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიურ გრანდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ლუის სუარესი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც გუნდის დატოვებისკენ მიუთითეს. სახელოვანი ვარსკვლავის გუნდიდან უცერემონიოდ გაშვების შემდეგ, ლეო მესიმ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა და სუარესს გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უწოდა. "ბარსელონადან" პრაქტიკულად გაგდებულ სუარესს "ატლეტიკოში" ბრწყინვალე დებიუტი ჰქონდა: ურუგვაელმა "გრანადასთან" მატჩში დუბლი გაიფორმა და თავი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა. წარმატებული დებიუტის შემდეგ, ურუგვაელმა ვარსკვლავმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ფეხბურთელისთვის ზოგჯერ ცვლილება აუცილებელია. შევუერთდი გუნდს, სადაც გამორჩეული დახვედრა მომიწყვეს. ამ ყველაფერს გრძნობ და დასაწყისშივე დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევი. დებიუტით უზომოდ ბედნიერი ვარ და კიდევ უფრო დიდ სიხარულს მანიჭებს სამი ქულის მოპოვება. ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც სადებიუტო შეხვედრაში გოლი გაგაქვს და გუნდს გამარჯვებაში ეხმარები, მაგრამ წინ გრძელი სეზონი გველის", - აღნიშნა ლუის სუარესმა.

ასევე იხილეთ: ატლეტიკო 6:1 გრანადა (მიმოხილვა)

სხვა სტატიები