Belive

ლუის სუარესის ფენომენალური მიღწევა ბარსელონას შემადგენლობაში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლუის სუარესი კლუბის ისტორიაში შევიდა. ურუგვაელ ფეხბურთელს უკვე 167 გატანილი ბურთი დაუგროვდა და "ბარსელონას" ისტორიაში მეხუთე ბომბარდირი გახდა. ამ შედეგის მისაღწევად სუარესს მხოლოდ 223 მატჩი დასჭირდა. ელ პისტოლერო, როგორც მას უწოდებენ, "ბლაუგრანაში" 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 25 შეხვედრა ჩაატარა და თავი 15 გოლით გამოიჩინა. "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი კი ლიონელ მესია 576 გატანილი ბურთით. "ბარსელონას" საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:
  1. ლიონელ მესი - 576 გოლი
  2. სეზარი - 232 გოლი
  3. კუბალა - 194 გოლი
  4. სამიტერი - 184 გოლი
  5. სუარესი - 167 გოლი
მეოთხე ადგილოსან სამიტერთან ურუგვაელს მხოლოდ 17 ბურთიანი ჩამორჩენა აქვს და მიმდინარე სეზონში რეალურია იმის შანსი, რომ პისტოლერომ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლოს.

სხვა სტატიები