Belive

ლუის სუარესის უცნაური მოთხოვნა "ვილიარეალთან"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ატლეტიკოს" რიგებში ურუგვაელ ფორვარდს შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა "გრანადას" წინააღდეგ. ის ცვლილებაზე შემოვიდა და საგოლე გადაცემასთნ ერთად დუბლიც გაიფორმა. კარგი დებიუტის გამო 3 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში სუარესი პირევლ საშინაო შეხვედრაში მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ურუგვაელი ამ შეხვედრაში მაინცდამაინც შთამბეჭდავად ვერ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "გრანადასთან" ცვლილებაზე შემოსულმა სუარესმა მოკლე პერიოდში მშვენიერი შედეგი აჩვენა, იგივე არ მოხდა, როცა სიმეონემ მას 70 წუთი მისცა "ვილიარეალთან". საბოლოოდ არგენტინელმა სპეციალისტმა სუარესი შეცვალა და მის ნაცვლად დიეგო კოშტა გამოიყვანა, თუმცა ვერც ესპანელმა შეძლო შეხვედრაში რამის შეცვლა და "ატლეტიკოს" 1 ქულით დაკმაყოფილება მოუწია. რომ არა იან ობლაკის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, "ატლეტიკო" საერთოდ წააგებდა თამაშას. ობლაკმა მარიო გასპარს აჯობა ორივე ტაიმში. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო, როდესაც სუარესი "ვილიარეალის" საჯარიმოში აბსურდულ ხელით თამაშის დაფიქსირებას და თერთმეტმეტრინაის დანიშვნას ითხოვდა, ეს ეპიზოდი გამორჩეული იმითაა, რომ ხელით "ვილიარეალის" მეკარემ ითამაშა და სწორედ ამაზე აპელირებდა ურუგვაელი. თავდამსხმელის უცნაური მოთხოვნა რასაკვირველია არ დაკმაყოფილდა, რადგან ფეხბურთის წესი ჯერ უცვლელია და მეკარეს საკუთრ საჯარიმოში ხელით თამაში შეუძლია. რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სუარესი სხვა რამეზე მიანიშნებდა, მაგრამ საინტერესო ფაქტია, რომ ეს არ იყო სუარესისთვის პირევლი შემთხვევა, როცა ის მეკარის მხრიდან მისსავე საჯარიმოში ხელით თამაშზე აპელირებს და ჯარიმის დაფიქსირებას ითხოვს. მსგავსი რამ 2019 წლის ამერიკის თასზე მოხდა, სადაც ურუგავაი და ჩილე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სწორედ ჩილელების მეკარის მხრიდან ხელით თამაშზე აპელირებდა მაშინაც სუარესი.    

სხვა სტატიები