Belive

ოფიციალურად - ლუის სუარესი 6 კვირას გამოტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაელ ფეხბურთელს დიდი ხანია მუხლის ტრავმა აწუხებს. ხშირად სუარესის ცუდი თამაში, სწორედ ამ ტკივილებიდან არის გამოწვეული. "ბლაუგრანას" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ "ბარსელონას" "ცხრიანი"  ოპერაციას გაიკეთებს. ამ პერიოდის განმავლობაში "ბარსელონა"  ლა ლიგაში 6 შეხვედრას გამართავს, სადაც სუარესი მონაწილეობას ვერ მიიღებს. კატალონიელებს "გრანადასთან", "ვალენსიასთან", "ლევანტესთან", "ბეტისთან", "ხეტაფესთან" და "ეიბართან" მოუწევთ ურუგვაელის გარეშე თამაში. ასევე სუარესი გუნდს  "კოპა დელ რეის" შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

სხვა სტატიები