Belive

ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას კითხვას უპასუხა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Youtube-ში, ერთ-ერთ არხზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - ლუიშ ფიგუ, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელების კითხვებს პასუხობს. "რუბინის" ქართველი შემტევი - ხვიჩა კვარაცხელია დაინტერესდა, როგორ გაუძლო ფიგუმ "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლის შემდეგ გულშემატკივრების შეტევას. ხვიჩა კვარაცხელია: "ლუიშ ფიგუ, ერთადერთი ფეხბურთელი ხარ, რომელიც “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა. როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?" ლუიშ ფიგუ: "ჩემი აზრით, ზეწოლაზე ყველა განსხვავებულად ვრეაგირებთ. წნეხი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მუდამ მზადყოფნაში ვყოფილიყავი. მთავარია კონცენტრირება საქმეზე მოახდინო და მუდამ იფიქრო იმაზე, რასაც აკეთებ. დახვეწო შენი შესაძლებლობები და თამაშზე ფოკუსირება მოახდინო."

სხვა სტატიები