Belive

ლუკ შოუ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Manchester Evening News-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხენა მცველი, ლუკ შოუ, პრემიერ ლიგის მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს. დისკვალიფიკაციის მიზეზი ისაა, რომ შოუმ მიმდინარე სეზონში მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, იგი გუნდს "ვესტ ჰემისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ლუკ შოუს "წითელმა ეშმაკებმა" დიდი ნდობა გამოუცხადეს - ახალგაზრდა ინგლისელს "მანჩესტერმა" 5-წლიანი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუფორმა.

სხვა სტატიები