Belive

ლუკა გაგნიძე მოსკოვის დინამოში დაბრუნდა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ასაკობრივი და ახალგაზრდული ნაკრებების ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" დაბრუნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი ნახევარმცველი რუსულ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა იგი კლუბში.
https://www.live.ge/fexburti/fifa-m-rusethshi-mothamashe-phekhburthelebs-kontraqtis-1-tslith-gatsqhvetis-uphleba-mistsa/
"დინამო თბილისის" აღზრდილმა ფეხბურთელმა 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული სანქციების შემდეგ, რუსული კლუბიდან დროებით წასვლის შესაძლებლობით ისარგებლა, ვაკო გვილიას პოლონურ "რაკუვში" გადაბარგდა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა, ახლა კი კონტრაქტის მიხედვით კლუბს დაუბრუნდა და მისი კარიერული მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

სხვა სტატიები