ლუკა იოვიჩის მიზერული სათამაშო წუთები

ლუკა იოვიჩი მადრიდის “რეალს” ზაფხულში შეუერთდა. სერბ ფეხბურთელზე “სამეფო კლუბის” ბოსები დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება.

მიმდინარე სეზონში იოვიჩს მინდორზე მხოლოდ 319 წუთი აქვს გატარებული. მას გულშემატკივარი ძირითადად მეორე ტაიმის, მეორე ნახევარში ხედავს.  სერბის ანგარიშზე ერთადერთი გოლია.

სავარაუდოა, რომ იოვიჩს ზიდანი სათამაშო დროს ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში მისცემს. მადრიდელებს პლეი-ოფში გასვლა უკვე განაღდებული აქვთ და “ბრიუგესთან” მატჩი მხოლოდ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს.

 

(54)

ლუკა იოვიჩის მიზერული სათამაშო წუთები

სტატიის ავტორი
-