Belive

ლუკა იოვიჩმა კარანტინის წესები დაარღვია და სასჯელს ელოდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, ლუკა იოვიჩს, დისციპლინარული სასჯელი ელოდება, როგორც კლუბისგან ასევე სერბეთისგან. მან კარანტინის წესები დაარღვია. იოვიჩი და სხვა სერბი ფეხბურთელები რომლებიც უცხოურ კლუბებში ასპარეზობენ, სერბეთის პრემიერ მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც ისინი იმყოფებოდნენ იოვიჩის მეგობარი გოგონას დაბადების დღის წვეულებაზე და შემჩნეულები იყვნენ ბელგრადის ქუჩებში. "ჩვენ ვხედავთ ფეხბურთელების მხრიდან უარყოფით მაგალითებს, რომლებსაც ძალიან კარგად უხდიან და ისინი აიგნორებენ თვითიზოლაციის წესებს სახლში (სერბეთში) დაბრუნების შემდეგ", - განაცხადა ანა ბრნაბიჩმა. ის და სერბეთის სხვა ლიდერები მოუწედებენ ქვეყნის მოქალაქეებს რომ დარჩნენ სახლში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. მადრიდის "რეალის" მთელი სამუშაო გუნდი კარანტინშია, მას შემდეგ რაც "რეალის" ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინეს. ასევე დაკეტილია საწვრთნელი და სავარჯიშო ბაზებიც. შეგახსნებთ, რომ 22 წლის იოვიჩი "სამეფო გუნდს" 60 მილიონ ევროდ, 2019 წლის ზაფხულში "აინტრახტიდან" შეუერთდა. მან ლა ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4 მატჩის ჩატარება მოახერხა.

სხვა სტატიები