Belive

ლუკა იოვიჩს სერბეთის პროკურატურაში დაკითხავენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი სამშობლოში პროკურატურაში გამოცხადდება. ახალგაზრდა ფორვარდს სერბეთის საგამოძიებო უწყება თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო დაკითხავს. 19 მარტს, 22 წლის ფეხბურთელი სერბეთის პოლიციამ დააკავა. საქმე ის გახლავთ, რომ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელმა ყველა იმ მოქალაქისთვის დაწესებული 28-დღიანი თვითიზოლაციის წესები დაარღვია, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან იყვნენ დაბრუნებულნი. იოვიჩი ამტკიცებდა, რომ მას სახლიდან დღეში ერთხელ, პროდუქტების შესაძენად გასვლის ნება დართეს.
იოვიჩის საქციელი საჯაროდ გააკრიტიკა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა: "ჩემი აზრით, იოვიჩი საქციელს უკვე ნანობს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ადამიანების სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მილიონები," განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
გარდა იოვიჩისა, რამდენიმე დღის წინ, სერბეთის სამართალდამცავებმა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდრ პრიიოვიჩო დააკავეს, რომელიც კომენდანტის საათის დროს, მეგობრებთან ერთად ბელგრადში მდებარე სასტუმროს რესტორანში იჯდა და ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდა.  

სხვა სტატიები