Belive

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გადარჩენისთვის დააჯიდლოვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ავსტრიის ჩემპიონატის გასული სეზონის გალა-დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,კრემონეზეს'' მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, ვენის ,,აუსტრიას'' ფეხბურთელის - გეორგ ტაიგლის გადარჩენისთვის დააჯილდოვეს.

ტაიგლმა მძიმე დაზიანება ,,ვოლფსბერგერისა'' (ლოჩოშვილის ყოფილი გუნდი) და ,,აუსტრიას'' მატჩის მიწურულს მიიღო. ავსტრიელს პირველადი დახმარება სწორედ ლოჩოშვილმა აღმოუჩინა.

ქართველ ფეხბურთელს ,,წლის ემოციის'' ჯილდო გადაეცა: ,,ამ პრიზის მიღებით ბედნიერი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ გეორგი კარგად არის და ჩემი ჩარევა მისი სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესი იყო,'' - განაცხადა ლოჩოშვილმა.

ლუკა ლოჩოშვილი ზაფხულში ,,ვოლფსბერგერიდან'' ,,კრემონეზეში'' გადავიდა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა.

სხვა სტატიები