Belive

ლუკა ლოჩოშვილი: "გუნდის პროგრესი სახეზეა, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა სერია A-ში საწყისი 2 ქულის მოპოვების და "ატალატნასთან" სტუმრად ნათამაშები ფრეს შემდეგ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი იტალიურ მედიასთან გააკეთა.

"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წერტილია, რადგან საშინაო კედლებში პირველი ქულების მოპოვება მნიშვნელოვანია, თანაც ასეთ ძლიერ გუნდთან.

ასევე, მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ "ატალანტასთან", რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა და ეს სიამაყის საშუალებას გვაძლევს. თანაც ეს შეხვედრა სტუმრად ჩავატარეთ, რომელიც გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვდა ჩვენი მხრიდან და საბოლოო ჯამში, ბერგამოში მოპოვებული ქულით კმაყოფილები ვართ.

დღითი დღე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გუნდის გაუმჯობესება. კერძოდ, ჩვენ ვნახეთ პროგრესი "ატალანტასთან" გამართულ მატჩში დაცვის ფაზაში.

რა თქმა უნდა, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რას ვაკეთებთ დაცვით ფაზაში და მჯერა, რომ მთელი ის სამუშაო, რასაც ვარჯიშზე ვასრულბთ, დაგვეხმარება მატჩშიც გავაუმჯობესოთ ჩვენი ხარისხი.

გუნდის ყველა წევრი შესანიშნავად აკეთებს სამუშაოს და ამიტომ მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - თქვა ლოჩოშვილმა.

"კრემონეზეს" 6 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს დაგროვილი და იტალიური ფეხბურთის ელიტაში ბოლოდან მესამე, მე-18 პოზიციას იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი "ლაციოს" წინააღმდეგ, 18 სექტემბერს გამართავს.

სხვა სტატიები