Belive

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ,,ვოლფსბერგერიდან'' ,,კრემონეზეში'' გადადის. ინფორმაციას Sky Austria ავრცელებს. ბოლო დღეების განმავლობაში 24 წლის ფეხბურთელის იტალიურ კლუბში გადასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა და ინფორმაცია შაბათს, ,,ლასკ-თან'' მატჩის წინ, ,,ვოლფსბერგერის'' მთავარმა მწვრთნელმა, რობინ დუტმაც დაადასტურა. ლოჩოშვილს თავდაპირველად ,,ვერონას'' უკავშირებდნენ, თუმცა თავად მცველმა ,,კრემონეზეში'' გადასვლა არჩია, სადაც, სავარაუდოდ, მეტი სათამაშო დროც ექნება. ტრანსფერის ღირებულება 1,6 მილიონი ევროა. ლუკა ლოჩოშვილი ,,ვოლფსბერგერში'' 2020 წლიდან თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 71 შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო. ,,კრემონეზემ'' გასულ სეზონში იტალიის სერია ბ-ში მეორე ადგილი დაიკავა და სერია ა-ს საგზური გაიფორმა. მასიმილიანო ალვინის გუნდი ჩემპიონატის პირველ მატჩს 14 აგვისტოს, ,,ფიორენტინასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები