Belive

ლუკა ლოჩოშვილი ტოტენჰემთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ვოლფსერგერი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება. მატჩი 18 თებერვალს, თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცნობილი ხდება გუნდების ძირითადი შემადგენლობა. ავსტრიული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოხვდა. ლონდონური კლუბის წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა გურამ გიორბელიძე. მიმდინარე სეზონში, 22 წლის მცველმა "ვოლფსბერგერის" 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები