Belive

ლუკა მოდრიჩი: კრიშტიანუ რონალდუ მოუთმენლად ელის ჩემთან შეხვედრას

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ბლანკოსის" ვარსკვლავს, UEFA-ს პრესტიჟული ჯილდოს მოსაგებად, კონკურენციას კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი უწევდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ, ყოფილ თანაგუნდელს გულთბილი მესიჯი გაუგზავნა და გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ, თავად ლუკა მოდრიჩმა განაცხადა. "კრიშტიანუ რონალდუსთან საკმაოდ კარგი მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ინდივიდუალური ტიტულები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჩვენს მეგობრობაზე მაღლა არ დგას. კრიშტიანუმ მესიჯი მომწერა და ჯილდოს მოპოვება მომილოცა. მისი თქმით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ნამდვილად მეკუთვნოდა. რონალდუმ აგრეთვე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩემთან შეხვედრას", განაცხადა ლუკა მოდრიჩმა. შეგახსენებთ, ლუკა მოდრიჩი, კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი - FIFA-ს ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლადაც იბრძვიან.

სხვა სტატიები