Belive

ლუკა მოდრიჩი: "მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, "სამეფო კლუბთან" მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლის  ზაფხულში იწურება. "მე ყველაფერს ვერ გეტყვით. კლუბთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის და საერთოდ, არაფერი შეცვლილა. მადრიდში ბედნიერი ვარ, ვცდილობ ვარჯიშებზე მაქსიმალურად დავიხარჯო რათა კონკურენტუნარიანი ვიყო. ასაკი პრობლემა არ არის", - თქვა 35 წლის ფეხბურთელმა. 2020 წლის ზაფხულში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ბლანკოსების" მეათე ნომერი მილანის "ინტერში" გადასვლას აპირებდა. "თეთრების" შემადგენლობაში გატარებულ 8 წელიწადში ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა 366 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოდრიჩმა კლუბთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სხვა სტატიები