Belive

ლუკა მოდრიჩის ემოციური სიტყვები ოქროს ბურთის მოგების შემდეგ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის დედაქალაქმა, პარიზმა 3 დეკემბერს ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლა. “ფრანს ფუტბოლმა” 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა და მას ოქროს ბურთი გადასცა. ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი ნომინანტები მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ლიდერი, ლუკა მოდრიჩი, საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ტურინის “იუვენტუსის” გოლეადორი, კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. ნომინანტთა შორის ფავორიტად ლუკა მოდრიჩი სახელდებოდა, რომელმაც ფავორიტის სტატუსი გაამართლა და უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი გახდა. ხორვატმა მხატვარმა საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა და ჯილდო ყველა იმ ვარსკვლავს მიუძღვნა, რომელთაც ოქროს ბურთის მოპოვება ეკუთვნოდათ მაგრამ ვერ შეძლეს. "ეს ჯილდო ისეთი ვარსკვლავებისთვისაა - როგორიცაა ხავი, ინიესტა და სნეიდერი. ვარსკვლავები, რომელთაც ოქროს ბურთი ეკუთვნოდათ მაგრამ ვერ მოიპოვეს. ეს გამარჯვება მათაც ეკუთვნით", - აღნიშნა ლუკა მოდრიჩმა.

სხვა სტატიები