Belive

ლუკა მოდრიჩის მომავალს კითხვის ნიშანი დაესვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიან უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალთან" ახალ კონტრაქტს არ აფორმებს. სპორტული სამყაროსთვის ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ხორვატი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ისმოდა. ყველაზე მეტად ლუკა მოდრიჩს მილანის "ინტერს" უკავშირებდნენ. ფაქტი, რომ მოდრიჩი "ბლანკოსს" ახალ კონტრაქტს არ უფორმებს კიდევ უფრო დიდ იმედს აძლევს იტალიელებს, რომლებიც იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კიდევ ერთხელ და უფრო დიდი ძალებით შეეცდებიან მოდრიჩის "ნერაძურიში" გადმობირებას. თავად ლუკა მოდრიჩი არსებულ ვითარებას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

სხვა სტატიები