Belive

ლუკა რომერო - ლა ლიგის ახალი რეკორდსმენი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრა მადირიდის "რეალსა" და "მალიორკას" შორის (2:0) ისტორიული გამოდგა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის 84-ე წუთზე, სტუმართა რიგებში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, მოედანზე 15 წლის ლუკა რომერო შემოვიდა და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. აქამდე, ეს რეკორდი ფრაცისკო ბაო სანსონს ეკუთვნოდა - ესპანელმა პირველად, 1939 წლის 31 დეკემბერს, "სელტას" მაისურით, 15 წლისა და 255 დღის ასაკში ითამაშა, ხოლო არგენტინელი მოცემულ მომენტში, მასზე 36 დღით ახალგაზრდა გახლდათ. "სამეფო კლუბმა" მეტოქე ვინიციუს ჯუნიორისა და სერხიო რამოსის გოლების მეშვეობით დაამარცხა და პრიმერას 68 ქულით ლიდერობს. რაც შეეხება "მალიორკას", ისინი 26 ქულით გასავარდნ ზონაში არიან და მე-18 პოზიციას იკავებენ.

სხვა სტატიები