Belive

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 სპორტსმენია დაკავებული

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
“საბურთალოს” აკადემიის ფეხბურთელის – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაციები გვიან ღამით ჩატარდა. 17 პირიდან 4 სპორტსმენია, აქედან 2 მორაგბე: ა.გ და ნ.ჟ, რომელიც (ს.კ "ყოჩების" რიგებში ირიცხება), ძიუდოისტი გ.ტ (ორგზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი) და ფეხბურთელი ი.წ ("ვიტ ჯორჯია"). შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სხვა სტატიები