Belive

ლუკა სილაგაძემ ლატვიაში ზედიზედ მეორე მატჩში ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა სილაგაძემ ლატვიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩში გოლის გატანა მოახერხა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ვალმერიაში" 2020 წლის დასაწყისში გადაბარგდა, "მეტასთან", სტუმრად, 2:2 დასრულებულ შეხვედრაში, მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა. ქართველი ფეხბურთელი 51-ე წუთზე შეცვალეს. 9 ტურის შემდეგ, სილაგაძის გუნდს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია, შემდეგ შეხვედრას "ვალმერია" "რიგასთან", 25 ივლისს გამართავს.  

სხვა სტატიები