Belive

ლუკა წულუკიძე ეკატერინბურგის ურალში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი, ლუკა წულუკიძე კარიერას კვლავ ეკატერინბურგის ,,ურალში'' გააგრძელებს. ინფორმაციას რუსული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
,,დღეს საღამოს ურალის მთავარი გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა და დასვენების შემდეგ, პირველი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ გუნდს შეუერთდა ქართველი ნახევარმცველი - ლუკა წულუკიძე, რომელთანაც ჩვენმა კლუბმა თებერვალში გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტი რამდენიმე თვით გაუქმდა, თუმცა გუშინ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ეკატერინბურგში დაბრუნდა და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა,'' - წერია ურალის ვებგვერდზე.
ლუკა წულუკიძე ,,ურალში'' საბურთალოდან თებერვალში გადავიდა, შემდეგ კი კვლავ ქართულ გუნდში დაბრუნდა, სადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა. 18 წლის ნახევარმცველს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები