Belive

ლუკა ზარანდია ავარიაში მოყვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიაში დაბრუნებული ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელს დაზიანებები არ აქვს და ის თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას "ვარეგემი" ოფიციალურად გამოეხმაურა: "ვადასტურებთ, რომ გუშინ, კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის მონაწილე ომარ გოვეაა," - კლუბმა განცხადებაში დაამატა, რომ საჭესთან მექსიკელი ფეხბურთელი იჯდა, ხოლო ზარანდია მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა.

ბელგიური მედია იტყობინება, რომ გოვეა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას არც მართვის მოწმობა გააჩნია.  

სხვა სტატიები