Belive

ლუკა ზარანდია შესაძლოა პოლონეთში დაბრუნდეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 წლის ქართველ ფეხბურთელს, ლუკა ზარანდიას ბელგიაში კარიერა კარგად არ აეწყო. "ვარეგემის" ვინგერის ანგარიშზე იუპერ ლიგის 18 შეხვედრაში 4 საგოლე გადაცემაა. უმეტესად, ლუკა, ბელგიელთა მთავარ მწვრთნელს სათადარიგო სკამზე ჰყავს. ადგილობრივი გამოცემების თანახმად, ზარანდია, შესაძლოა, "არკაში" დაბრუნდეს. სწორედ გდინიურ გუნდში თამაშობდა ლუკა 2017-2019 წლებში. ექსტრაკლასაში ქართველმა ვინგერმა 50 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა. ასევე, "არკასთან" ერთად მოიგო პოლონეთის თასი და სუპერთასი. ასევე გეტყვით, რომ ლუკა ზარანდია, ამჟამად, 1.3 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მას "ვარეგემთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები