Belive

ლუკა ზარანდიამ ტობოლი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლუკა ზარანდიას იჯარის ვადა "ტობოლში" ამოიწურა - ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახეთი დატოვა და "ვარეგემს" დაუბრუნდა. როგორც მოგეხსენებათ, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიური კლუბი მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. ზარანდიას "ტობოლში" 6 თვის განმავლობაში უნდა ეთამაშა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ლუკამ ყაზახეთში მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. "ტობოლის" ოფიციალური გვერდი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და ქართველ ვინგერს გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობას უხდის. ლუკა ზარანდიამ ყაზახეთის ჩემპიონატში 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები