Belive

ლუკაკუ: "ბარსელონა პსჟ არაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრები. "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ კედლებში კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "წითელი ეშმაკების" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ საინტერესო განცხადება გააკეთა. "ბარსელონა პსჟ არაა, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა პირველი და უმთავრესი რაც ჩვენ გვმართებს კამპ ნოუზე სრული შემართებით გასვლა და კარგი თამაშის ჩვენებაა, გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ლუკაკუმ.

სხვა სტატიები