Belive

ლუკაკუ, ჰაკიმი, პერიშიჩი | ინტერის ვარსკვლავების სკანდალური წვეულება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუ და "ინტერის" ვარსკვლავები მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში წვეულებას მართავდნენ. "ნერაძურის" ფეხბურთელების გართობა, სასტუმროში სამართალდამცავების გამოცხადებითა და წვეულების ნაადრევად შეწყვეტით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალში გახვეული "ინტერის" ვარსკვლავები დაისჯებიან. რომელუ ლუკაკუ 28-ე დაბადების დღეს თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა და იტალიაში მოქმედი კოვიდ რეგულაციები დაარღვია. იტალიაში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, საღამოს 10 საათიდან - დილის 5 საათამდე, სოციალური შეკრებები აკრძალულია. ლუკაკუმ და კომპანიამ კოვიდ პროტოკოლი უხეშად დაარღვიეს.
"ღამის 3 საათზე, მილანის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში შევიდნენ, რომელშიც რომელუ ლუკაკუს დაბადების დღის წვეულება იმართებოდა. ლუკაკუ და მასთან ერთად მყოფი 23 პირი იდენტიფიცირებულია - კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო, მათ სანქციები დაეკისრებათ. რომელუ ლუკაკუს დაბადების დღის წვეულებაზე მისი თანაგუნდელები და სასტუმროს დირექტორიც იმყოფებოდნენ", - აღნიშნულია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.
წვეულებაზე მყოფ პირთა სია ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა Corriere della Sera-ს მტკიცებით, წვეულებას აჰრაფ ჰაკიმი, ივან პერიშიჩი და ეშლი იანგი ესწრებოდნენ. ყველა მათგანმა წვეულება კარაბინიერების თანხლებით დატოვა.  

სხვა სტატიები