Belive

ლუკაკუ: იბრაჰიმოვიჩმა მთლიანად შემცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომელუ ლუკაკუს განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედში" ზლატან იბრაჰიმოვიჩისთან ერთად თამაშმა მას უდიდესი გამოცდილება შესძინა. რეალურად, ამ ორ ფეხბურთელს მინდორზე ერთად ძალიან ცოტა დრო აქვს გატარებული, თუმცა ლუკაკუს თქმით, იბრაჰიმოვიჩთან თითოეული შეხვედრა მისთვის სიახლის მიმცემი იყო. "თითოეული რამ, რაც ზლატანისგან ვისწავლე, მხოლოდ წინსვლაში დამეხმარა. ის მიყვებოდა ისტორიებს "ინტერის," "ბარსელონას," "აიქსის" შესახებ, ასევე ძალიან ბევრის მომცემი იყო მასთან ერთად ვარჯიში - ვხედავდი, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი იყო იბრაჰიმოვიჩი," აღნიშნა ლუკაკუმ. ასევე იხილეთ: იბრაჰიმოვიჩი: “3 თვეში ყველას მოვაკეტინე"

სხვა სტატიები