Belive

ლუკაკუ: "კონტეს გამო მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძოლო"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის გამარჯვებული მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ მილანის "ინტერი" გახდა, რომელსაც იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე წვრთნის. Goal.com-ის ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კლუბის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, რომელუ ლუკაკუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც საკუთარი მწვრთნელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"კონტეს გამო მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერიდან" წასვლის შემდეგ კონტეს გუნდში თამაში ჩემი უდიდესი სურვილი იყო, აქამდე არ მქონია საშუალება, რომ მისი გაწვრთნილი კლუბის რიგებში მეთამაშა." "კონტემ დანამდვილებით მიმითითა, რომ თუ ვარჯიშზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გავაკეთებდი, თუ ბოლომდე არ დავიხარჯებოდი, გუნდში ადგილს ვერ მოვიპოვებდი, რაც ჩემზე დადებითად აისახა." "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების მანძილზე შეხვდე ისეთ ადამიანებს, ვინც შენს შესახებ სრულ სიმართლეს გეტყვის - ჩემს შემთხვევაში კონტეს მიდგომამ 100%-ით გაამართლა" "ტიტულის მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან კარიერის მანძილზე შესაძლებელია 500 გოლი გაიტანო და ტიტული ვერ მოიპოვო, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უბრალო ციფრებად დარჩება ისტორიას", - აცხადებს ბელგიელი ფორვარდი.
"ინტერმა" ლუკაკუს სანაცვლოდ 101 მილიონი დოლარი გადაიხადა, ფეხბურთელი "ინტერის" მაისურით მოედანზე 92-ჯერ წარსდგა, რა დროშიც 61 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს - სერია ა-ში ლუკაკუმ 21, ჩემპიონთა ლიგაზე 4, იტალიის თასზე კი 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები