Belive

ლუკაკუ მანჩესტერს ტოვებს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ჟურნალისტის, მარკ გოლბრიჯის ინფორმაციით, მიმდინარე სატრასნფერო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედს" რომელუ ლუკაკუ დატოვებს. მისი თქმით, ლუკაკუმ აღნიშნული ინფორმაცია ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შოტლანდიის დამარცხების შემდეგ (3:0) დაადასტურა. "ლუკაკუმ დაადასტურა, რომ გუნდს ტოვებს. რა კარგი დილაა!" აღნიშნა მარკ გოლდბრიჯმა.

ლუკაკუს პირდაპირ არ უთქვამს, რომ "მანჩესტერიდან" მიდის, თუმცა მისი სიტყვებით, მისი მომავალი მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული. ეს კი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ლუკაკუს მომავალი "ოლდ ტრაფორდთან" პირდაპირ არის დაკავშირებული. ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედში" 2017 წელს, "ევერტონიდან" გადავიდა. მის სანაცვლოდ, "მანჩესტერმა" £75 მილიონი გადაიხადა.

სხვა სტატიები