Belive

ლუკაკუ: "ყველაფერში მე და პოგბას გვადანაშაულებდნენ" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. "ავსტრალიაში შეკრების დროს, ვარჯიშზე, პოგბა ცალკე გავიყვანე და ვუთხარი, რომ კლუბის დატოვებას ვაპირებდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა პრობლემაში მე და პოლს გვადანაშაულებდნენ. თავიდანვე ასე იყო. მაგალითად, კლუბის შემადგენლობაში პირველივე, უეფას სუპერთასის მატჩში გავიტანე და მითხრეს: "კი, მაგრამ, დაცვაში შეცდომა დაუშვი. შემდეგ დადგა პრემიერლიგის დრო, გავუტანე "ვესტ ჰემს" და ისინი მეუბნებიან, "დიახ, მაგრამ...". შემდეგ კი ნელ-ნელა გუნდიდან წასვლაზე ფიქრი დავიწყე. "მანჩესტერში" ერთ წარუმატებელ სეზონს შეუძლია წინა 8 წელიწადში გაბრწყინება გადაფაროს",-თქვა ბელგიელემა ფორვარდმა. "ჩელსის", "ევერტონის" და "ვესტ ბრომვიჩის" ყოფილმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით 96 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები