Belive

ლუკაკუმ დასვენებაზე უარი თქვა და კლუბში ნაადრევად ბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა - FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მეორე ნაკრები და 2018 წლის მუნდიალის ბრინჯაოსმედალოსანი ბელგიის ნაკრები, 2022 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი "ინტერის" ფორვარდი - რომელუ ლუკაკუ იყო, რომელიც მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და ოთხი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა.

მატჩის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ ემოციები ვერ შეიკავა და გაბრაზებულმა ბელგიელმა მოედნის ინფრასტრუქტურა დაამტვრია.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport"-ი იუეწყება, რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრების მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ დასვენებაზე უარი თქვა და დაუყონებლივ იტალიაში ბრუნდება, რადგან მან ფორმა აღიდგინოს და საკლუბო ფეხბურთის სეზონის მეორე ნახევარს კარგ ფორმაში შეხვდეს.

რომელუ ლუკაკუ იტალიაში მომავალი სამი დღის განმავლობაში დაბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე რომელუ ლუკაკუს ნახევარი სეზონი გაუცდა, რადგან მას ბარძაყის მძიმე ტრავმა აწუხებდა.

სხვა სტატიები